წყალი-სილამაზის ფორმულა


წყალი არა მარტო ორგანიზმისთვის, არამედ გარეგნობისთვისაც ძალიან სასარგებლოა. იგი დადებითად მოქმედებს ადამიანზე და უამრავი კარგი კარგი თვისება გააჩნია. გთავაზობთ რამდენიმე მაგალითს თუ როგორ აუმჯობესებს წყალი ადამიანის გარეგნობას:
  1. თუ ორგანიზმს წყალი საკმარისი რაოდენობით მიეწოდება და სხეული კმაყოფილია, თვალები უფრო ნათელი და კრიალა ხდება.
  2. წყალი აუმჯობესებს კანის ელფერს. მართალია, შექმნილია კანის დამატენიანებელი უამრავი საშუალება, რომელის კანს ნოტიოდ ინარჩუნებს, მაგრამ ასეთი საშუალებების ეფექტი წყლის ეფექტთან შედარებით არაფერია.წყალი გაცილებით უკეთ და უფრო მალე ატენიანებს ჩვენს კანს და უკეთეს ელფერს აძლევს მას.
  3. წყალი დიდ როლს თამაშობს ცირკულაციის საქმეში. მისი დახმარებით უკეთ მიმდინარეობს ეს პროცესი, რაც იწვევს იმას, რომ ნაოჭები აღარ ჩნდება და ვენებიც აღარ ეტყობა ადამიანს.
  4. კანის დატენიანება საჭიროა არა მარტო სახეზე, არამედ მთელ სხეულზე. ამ საქმისთვის კი საუკეთესო საშუალება წყალია, რადგანაც მიუხედავ იმისა,რომ კანი მიდრეკილია შრობისაკენ, წყალი მას იდეალურად აბალანსებს.დალიეთ ძილის წინ 1 ჭიქა წყალი და კანი დილით გაცილებით უკეთესად იქნება მოვლილი და დატენიანებული.
  5. წყალი აუმჯობესებს კონცეტრაციას-მისი დახმარებით უფრო აქტიურები ვხდებით და უკეთესადაც გვძინავს.ამიტომ სასურველია რომ წყალი შევიყვაროთ და მივაწოდოთ ორგანიზმს საკმარისი რაოდენობით.
  6. წყალი სასარგებლოა გულისთვის, არეგულირებს ნაწლავების მოქმედებას, და გარდა ამისა, გააჩნია სხვა მრავალი დამატებითი ფუნქცია შინაგანი ორგანოების მწყობრში მოყვანისთვის, რაც შემდგომ ადამიანის გარეგნულ მხარეზეც აისახება.
  7. წყალი საუკეთესო საშუალებაა ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების გამოსადევნად, ეს ყველაფერი კი ხელს უწყობს წონის ბალანსირებას, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ადამიანის სილამაზისითვის.



No comments:

Post a Comment