Wednesday, January 16, 2013

წყალი ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, შეუცვლელი რესურსია.დადამიწის ზედაპირის 70% წყალი შეადგენს.მიუხედავად ბუნებაში ფართოდ გავრცელებისა, მთელ მსოფლიოში მწვავედ დგას სასმელი წყლის პრობლემა.
როგორ ფიქრობ, რატომ განიცდის დღეს ბევრი ქვეყანა სასმელი წყლის დეფიციტს?
წყალი სიცოცხლის წყარო და საშენი მასალაა, რომელსაც ყველა ცოცხალი ორგანიზმი შეიცავს და იყენებს. თუ საკვების გარეშე ადამიანი თვეების განმავლობაში ძლებს,წყლის გარეშე ის რამდენიმე დღეში დაიღუპება.ადამიანის ორგანიზმის 70% წყალია. წყლის ეს რაოდენობა უნდა იქნას შენარჩუნებული,ვინაიდან 20%-მდე წყლის დაკარგვა ორგანიზმის დაღუპვას იწვევს. ყველა საკვები პროდუქტი შეიცავს წყალს:ბოსტნეული-80-90%,ხორცი-50%,რძე-87-89% და ა. შ.
წყალი უნივერსალური გამხსნელია.მას ორგანიზმში ყველა საჭირო ნივთიერება შეაქვს, ყველაფერი ზედმეტი კი გამოაქვს.
ბუნებში განუწყვეტლივ მიმდინარეობს წყლის წრებრუნვა.მსოფლიო ოკეანიდან წყლის ნაწილი ორთქლდება და ნალექების სახით ისევ მიწას უბრუნდება.წრებრუნვისას წყლის საერთო რაოდენობა დედამიწაზე მუდმივი რჩება.



                        


















1 comment:

  1. Casino Bonus codes | No Deposit Casinos - Drmcd
    Find 전주 출장안마 the best 남양주 출장마사지 no deposit bonuses 고양 출장마사지 on our 원주 출장마사지 casino list. Play casino games for free or play for real 포항 출장마사지 money! Get the best No Deposit bonuses from

    ReplyDelete